ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ოპოზიციაზე რეიდი განხორციელდა


მოსკოვში დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინა დღეს რუსეთის პოლიციამ და გამომძიებლებმა რამდენიმე ოპოზიციური ლიდერის სახლში რეიდი მოაწყვეს.

გამოძიების ფედერალური კომიტეტის განცხადებით, ჩხრეკის სამიზნე პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გასულ თვეში გამართული მასობრივი შეკრების ორგანიზატორები იყვნენ.

განცხადებაში მოხსენიებულია ალექსეი ნავალნი და სერგეი უდალცოვი, რომლებმაც გასულ თვეს პუტინის ინაგურაციის გასაპროტესტებლად გამართული დემონტრაციების გამო 15 დღე ციხეში გაატარეს. ნახსენები იყო, აგრეთვე, აქციის დროს ადრე დაკავებული აქტივისტი ილია იაშინიც. რუსეთის მთავარი საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყება ათამდე ჩხრეკის ჩატარებას გეგმავს ორშაბათს.

ოპოზიციის ლიდერები იმედოვნებენ, რომ სამშაბათს დაგეგმილ აქციას, რომელიც პუტინის მიერ არასანქცირებულ დემონსტრაციებში მონაწილეების მკაცრი დაჯარიმების კანონის მიღებიდან რამდენიმე დღეში იმართება, ბევრი ადამიანი დაესწრება.

XS
SM
MD
LG