რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გუნდის კიდევ ერთმა წევრმა დატოვა ქვეყანა. ირინა ფატიანოვა, რომელიც სანქტ-პეტერბურგში ნავალნის რეგიონალურ კამპანიას ხელმძღვანელობდა, ქვეყნიდან პოლიტიკური დევნის შიშით წავიდა.
მიმდინარე წელს, რუსეთის სასამართლომ, ნავალნის ორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული ჯგუფები რუსეთში, „ექსტრემისტულად“ გამოაცხადა. ფატიანოვამ, რომელიც სანქტ-პიტერბურგში ცხოვრობდა, „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ მან ქვეყანა დატოვა და რომ ეს მისი "ცხოვრების ყველაზე რთული გადაწვეტილება იყო“. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ქვეყანაში გააგრძელებს ცხოვრებას.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქალაქ უფაში, ნავალნის მხარდამჭერი ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი, ლილი ჩანიშევა დააკავეს.
ივლისში, სანქტ-პეტერბურგში, საარჩევნო ადმინისტრაციამ ფატიანოვას უარი უთხრა ადგილობრივ არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატად რეგისტრირებაზე, ნავალნისთან კავშირის გამო.
ალექსეი ნავალნი, კვლავ ციხეში რჩება, ხოლო ბევრი მისი მოკავშირე ან დააკავეს, ან მათ ქვეყანა დატოვეს.
Facebook Forum