ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში „გრინფისის“ აქტივისტები გაათავისუფლეს


კოლინ რასელი
კოლინ რასელი

ბოლო აქტივისტი, კოლინ რასელი 60 ათასი დოლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ გამოუშვეს. სულ დაკავებული „გრინფისის“ 28 აქტივისტი და 2 ჟურნალისტი იყო

რუსეთის სასამართლომ ორგანიზაცია „გრინფისის“ ბოლო აქტივისტიც გაათავისუფლა. პეტერბურგში ავსტრალიელი კოლინ რასელი 60 ათასი დოლარის ოდენობის გირაოს გადახდის საფუძველზე საპატიმროდან გამოუშვეს.

კოლინ რასელის გათავისუფლება ყველასთვის მოულოდნელი იყო, ვინაიდან გუშინ მას გამოძიების დასრულებამდე 3 თვით წინასწაარი პატიმრობის ვადა შეეფარდა. რასელი „გრინფისის“ერთადერთი აქტივისტი იყო, რომელიც პატიმრობაში რჩებოდა. პეტერბურგის ქალთა ციხე ოთხშაბათს პირველმა ანა პაულა ალმინჰანა მესიელმა, ავსტრალიელმა ეკოლოგმა, ასევე გირაოს საფუძველზე, დატოვა. შემდეგ „გრინფისის“ დანარჩენი აქტივისტებიც გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, კოლინ რასელი თანამოაზრეებთან ერთად არქტიკაში ნავთობსაბურღი სამუშაოების წინააღმდეგ გამართული აქციის შემდეგ დააპატიმრეს. სულ რუსმა სამართალდამცავებმა „გრინფისის“ 28 აქტივისტი და 2 ჟურნალისტი დააკავეს.
XS
SM
MD
LG