ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხანძრების შედეგად რუსეთში 48 ადამიანია დაღუპული


რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ხანძრების შედეგად 48 ადამიანია დაღუპული.

ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 520 ხანძარი ისევ მძვინვარებს.

კრიზისის გამო რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს შვებულებიდან ადრე დაბრუნება მოუწია. ის დასასვენებლად შავ ზღვაზე, სოჭში იმყოფებოდა.

პრემიერ მინისტრი ვლადიმირ პუტინი დღეს ვორონეჟში მეხანძრეებს შეხვდა. ვორონეჟი ხანძარმა სხვა რეგიონებთან შედარებით ყველაზე მძიმედ დააზიანა. პუტინის თქმით, ქვეყანაში სიტუაცია ისევ „დაძაბული და საშიშია.“

XS
SM
MD
LG