ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რუსეთის ბრალეულობას განიხილავს


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სამშაბათს განიხილავს საკითხს, დოპინგის გამო აეკრძალოს თუ არა ყველა რუსულ გუნდს, მომავალ თვეს, ბრაზილიაში, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭო სატელეფონო კონფერენციას მას შემდეგ აწყობს, რაც დოპინგის საწინააღმდეგო მსოფლიო სააგენტომ დამოუკიდებელი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ 2014 წელს, სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე, რუსი სპორტსმენები დოპინგს, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ფართოდ იყენებდნენ.

დოპინგის საწინააღმდეგო სააგენტო საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მოუწოდებს, ბრაზილიის ზაფხულის თამაშებში მონაწილეობა ყველა რუს სპორტსმენს აუკრძალოს.

ორშაბათს, პრეზიდენტმა პუტინმა სპორტის მინისტრს, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდისთვის, უფლებამოსილება შეუჩერა, თუმცა დოპინგის საწინააღმდეგო სააგენტოს ანგარიშის სანდოობის მიმართ ეჭვი გამოთქვა.

XS
SM
MD
LG