რუსეთში, დაღესტნის საგუშაგოზე თვითმკვლელმა ტერორისტმა ხუთი პოლიციელი გამოასალმა სიცოცხლეს. რუსი ოფიციალური პირების განცხადებით ინციდენტი წუხელ სოფელ ყარაბუდახკენტთან მოხდა.
ახალი ამბების სააგენტო „იტარ-ტასის“ ცნობით თვითმკვლელი ტერორისტი ქალი გახლდათ. პოლიციის ვარაუდით ის ერთ-ერთი დაღუპული მუსლიმი მეამბოხის ქვრივია. სააგენტო „კავკაზ-ცენტრი“ აცხადებს, რომ 10 პოლიციელიდან ექვსი დაღუპა და 2 დაიჭრა. საგუშაგოზე მომხდარი შეტაკების გამო დაჭრილები ტერორისტთა შორისაც არიან.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მახაჩკალაში საქმე აღიძრა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობას ჯერჯერობით არცერთი დაჯგუფება იღებს. დაღესტნის სამართალდამცავები მუსლიმი ამბოხებულებისგან, რომელთა მიზანი კავკასიაში ისლამური სახელმწიფოს შექმნაა, მუდმივი თავდასხმების პირობებში მუშაობენ.