ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ირანს რაკეტებს აღარ მიყიდის


რუსეთი ირანს რაკეტებს აღარ მიყიდის
რუსეთი ირანს რაკეტებს აღარ მიყიდის

თუმცა კვიპროსთნ ფინანსურ ურთიერთობებს გაიღრმავებს

რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მოსკოვის მიერ ირანთან შეიარაღების შესყიდვასთან დაკავშირებული შეთანხმების გაუქმების გამო მოსკოვი თეირანს ფინანსურ დანაკარგებს აუნაზღაურებს.

აღნიშნული ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 800 მილიონი დოლარი იყო, 2005 წელს დაიდო. შეთანხმებით რუსეთი ირანისთვის მინიმუმ ხუთი S-300 ტიპის სარაკეტო სისტემის მიყიდვას დათანხმდა.

გასულ თვეს კი რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ირანისთვის იარაღის მიყიდვა აკრძალა და ამის მიზეზად გაეროს მიერ თეირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დაასახელა. გაერომ ირანს სანქციების მორიგი, გამკაცრებული სერია ივნისში დაამტკიცა, თეირანის მიერ ურანის გამდიდრების შეწყვეტაზე უარის განცხადების შემდეგ.

მედვედევმა S-300 ტიპის სარაკეტო სისტემასთან ერთად ირანისთვის ტანკებისა და სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების მიყიდვაც აკრძალა.

რუსეთსა და ირანს შორის სამხედრო თანამშრომლობა შეერთებული შტატებისა და ისრაელისთვის სტრატეგიულ პრობლემას წარმოადგენდა. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ S-300 ტიპის სისტემას ერთდროულად 100 სამიზნეზე თვალთვალი და თვითმფრინავის მიზანში ამოღება 120 კილომეტრის რადიუსში შუძლია.

რუსეთის მიერ ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებით ფინანსური პასუხისმგებლობის აღების შესახებ განცხადება პრეზიდენტი მედვედევის კვიპროსზე ვიზიტის ფონზე გაკეთდა. ეს რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია კვიპროსში.

ვიზიტისთვის მზადებაში კვიპროში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები იყო დაცული, იმის დემონსტრირების მიზნით, რომ კვიპროსის მთავრობა ყოფილ ზე-სახელმწიფოსთან ურთიერთობას უკიდურესად სერიოზულად უდგება.

კვიპროსის ხელისუფლების წარმომადგენელმა სტეფანოს სტეფანოუმ განაცხადა, რომ ერთ-დღიანი ვიზიტის დროს 15 ხელშეკრულებას მოეწერება ხელი, რომლებიც საგადასახადო შეღავათების, ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და ტურიზმის სფეროებს მოივაცს.

ბატონი სტეფანოუს თქმით: „ეს ვიზიტი ჩვენთვის ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთი მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა. ის გაეროს უშიშროების საბჭოს წევრია და ჩვენთვის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში საიმედო პარტნიორია.“

ორ ქვეყანას შორის ახლო ურთიერთობას ისიც აძლიერებს, რომ კვიპროსში 10 ათასი რუსი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს. გარდა ამისა, კუნძული რუსეთის ერკონომიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი უცხოური ინვესტორია.

„საბჭოთა კავშირი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა. იმ დროიდან მოყოლებული, ჩვენს ქვეყნებს შორის ახლო პარტნიორული ურთიერთოება გრძელდება.“ აღნიშნა ბატონმა სტეფანოუმ.

გარდა პოლიტიკური სიახლოვისა, ორ ქვეყანას ისიც აკავშირებს, რომ ათასობით რუსული კომპანია კვიპროსზეა დარეგისტრირებული, სადაც რუსეთთან შედარებით გაცილებით დაბალი საგადასახადო განაკვეთით ებეგრებათ შემოსავალი. ამ რუსული კომპანიებიდან შემოსავლის დიდი ნაწილი კვლავ რუსეთში ბრუნდება ინვესტიციების სახით.

კვიპროსსა და რუსეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთბას ისიც ამყარებს, რომ 1991 წლიდან კუნძულზე დაახლოებით 17 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა შესული რუსული ბაზრიდან.

„ჩვენს ქვეყანაში რუსული ინვესტიციების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. გამომდინარე აქედან პრეზიდენტი მედვედევის ვიზიტისას ჩვენი უერთიერთობის ფინანსურ ასპექტსაც დიდი დრო დაეთმობა,“ განაცხადა ბატონმა სტეფანოუმ.

რუსეთის პრეზიდენტის კვიპროსში ვიზიტი ხუთშაბათს დასრულდება.

XS
SM
MD
LG