ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩეჩნეთში მასშტაბური შეტაკება მოხდა


მასშტაბური შეტაკება ჩეჩნეთში. რუსეთის ოფიციალური პირების ცნობით 19 ადამიანი დაიღუპა ჩეჩნეთში პრეზიდენტ რამზან კადიროვის სამხედრო დაჯგუფებას და ჩეჩენ ამბოხებულებს შორის მომხდარი ბრძოლის შედეგად. დაღუპულთაგან 5 სამოქოქალაქო მშვიდობიანი პირია. ბრძოლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩეჩენი ამბოხებულები სოფელ ცენტოროიში შევიდნენ. ცენტოროი რამზან კადიროვის მშობლიური სოფელია. ამ დროს თავად კადიროვი სოფელში იმყოფებოდა, მან თავად უხელმძღვანელა ამბოხებულების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას. ასევე ოფიციალური პირების განცხადებით, რუსმა სამართალდამცავებმა ყაბარდო-ბალყარეთსა და დაღესტანში ცხრა ამბოხებული პირი გაანადგურეს.

XS
SM
MD
LG