რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მოსკოვი ნატოს ნებას დართავს რუსეთის ტერიტორიის გავლით ავღანეთში შჯავშანმანქანები ჩაიტანოს. სერგეი ლავროვიმა დღეს მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიანსს რუსეთის გავლით მხოლოდ ისეთი მანქანების გადატანის საშუალება მიეცემა, რომლებიც ნაღმ-საწინააღმდეგო ჯავშანითაა აღჭურვილი.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ლისაბონში ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის შემდეგ რუსეთმა მზადყოფნა განაცხადა ალიანსთან უფრო აქტიურად ითანამშრომლოს. გასულ კვირას, ლისაბონში ნატო-რუსეთის საბჭო საქართველოსთან ომის შემდეგ პირველად შეიკრიბა.