ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანალიზი: შესაძლოა „რუსულმა გამოძიებამ“ კულმინაციას 2019 წელს მიაღწიოს


მთელი 2018 წლის განმავლობაში, სპეციალური გამომძიებლის, რობერტ მალერის ე.წ. რუსულ გამოძიებასთან დაკავშირებით, ტრამპის ყოფილი პარტნიორების სასამართლოში შესვლა-გამოსვლის მარათონი მიმდინარეობდა.

მათ შორის იყვნენ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი, საარჩევნო კამპანიის ყოფილი მენეჯერი პოლ მანაფორტი და პრეზიდენტის ყოფილი პირადი ადვოკატი - მაიკლ კოენი.

მალერის სიტუაციას რაც შეეხება, კმაყოფილი ვართ იმით, რასაც ვკითხულობთ, რადგან არავითარი ფარული გარიგება არ ყოფილა.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს, გამოძიება უფრო მეტად ინტენსიური ხდება, პრეზიდენტი ტრამპი შეუვალი რჩება იმის თაობაზე, რომ მის 2016 წლის საარჩევნო კამპანიასა და რუსეთს შორის ფარული გარიგების არანაირი მტკიცებულება არ აღმოჩენილა. დონალდ ტრამპის განცხადებით: "მალერის სიტუაციას რაც შეეხება, კმაყოფილი ვართ იმით, რასაც ვკითხულობთ, რადგან არავითარი ფარული გარიგება არ ყოფილა. ეს არასდროს მოხდარა. ყველაზე ნაკლებად რასაც ვისურვებდი, ეს არჩევნებში რუსეთის მხრიდან დახმარება იქნებოდა.“

ოპოზიციაში მყოფი დემოკრატები კვლავ მზად არიან, რობერტ მალერის მიერ წარმოებული გამოძიება დაიცვან. მათ შორისაა სენატის დემოკრატების ლიდერი ჩაკ შუმერი.

„მათ ამის დასრულების საშუალება არ უნდა ჰქონდეთ. მათ ამის შეზღუდვის საშუალება არ უნდა ჰქონდეთ. მათ არ უნდა ჰქონდეთ საშუალება ჩაერიონ მალერის საქმეში, რომელიც გამოძიებას აგრძელებს და აკეთებს იმას, რაც სწორად მიაჩნია.“

შემდეგი 60 დღე ძალიან, ძალიან საინტერესო იქნება, მაგრამ ამას პრეზიდენტისთვის კარგი პირი არ უჩანს.“
ჯეიმს კესლერი

იურიდიული საკითხების ექსპერტი დაგ სპენსერი ამბობს, რომ ტრამპის ყოფილი ადვოკატი, მაიკლ კოენი გამოძიების საკვანძო ფიგურად იქცა. სპენსერის თქმით: „მას შემდეგ, რაც მაიკლ კოენმა რობერტ მალერთან თანამშრომლობა დაიწყო, კამპანიასთან დაკავშირებით, ბევრად მეტი ინფორმაცია გაჩნდა. პირველი, რაც შევიტყვეთ, კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევა იყო, პოტენციურად, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კამპანიის მიერ იმ ქალებისთვის გადახდილი თანხა, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ მასთან რომანი ჰქონდათ.“

შუალედური არჩევნების შემდეგ, სასამართლოში გაჩაღებული აქტიურობა მიანიშნებს, რომ შესაძლოა რობერტ მალერის გამოძიება კულმინაციას უახლოვდება, ამბობს ჯიმ კესლერი. იგი აღნიშნავს, რომ ახლა უკვე „მსხვილ თევზს“ საზოგადოებას, "ისეთ ხალხს, როგორიცაა მაიკლ ფლინი, როჯერ სტოუნი, მაიკლ კოენი - პრეზიდენტის პირადი ადვოკატი - რომლებიც ან პრეზიდენტის წინააღმდეგ არიან, ან მძიმე სიტუაციაში იმყოფებიან. შემდეგი 60 დღე ძალიან, ძალიან საინტერესო იქნება, მაგრამ ამას პრეზიდენტისთვის კარგი პირი არ უჩანს.“

ტრამპის რესპუბლიკელი მხარდამჭერები, მათ შორის სენატორი ჯონ კენედი, გამოძიების სწრაფად დამთავრებას დაჟინებით მოითხოვენ. ის ფიქრობს, რომ ამის ახლა დასრულება საჭიროა და რომ გამოძიება უკვე 17 თვეა მიმდინარეობს. "ამერიკელ ხალხს უფლება აქვს, იცოდეს რა მოხდა და ვინ იყო ის, თუ ასეთი არსებობს, ვინც კანონი დაარღვია.“

აქ, ნამდვილი მთავარი საკითხი პოლიტიკური ხასიათისაა და დასკვნის შინაარსზე არის დამოკიდებული, რაც ამერიკელი ხალხისთვისაც და დემოკრატებისთვისაც პოლიტიკური სკანდალია.
რიკ სიმონსი

შესაძლოა „რუსული გამოძიება“ 2019 წელს იურიდიულად დასრულდეს, მაგრამ მის შედეგებზე რეაგირება კონგრესის ხელში იქნება, ამბობს იურიდიული საკითხების ანალიტიკოსი რიკ სიმონსი.

„აქ, ნამდვილი მთავარი საკითხი პოლიტიკური ხასიათისაა და დასკვნის შინაარსზე არის დამოკიდებული, რაც ამერიკელი ხალხისთვისაც და დემოკრატებისთვისაც პოლიტიკური სკანდალია, მაგრამ განსაკუთრებით, რესპუბლიკელებისთვის და კონგრესისთვის.“

„რუსულ გამოძიებას“ რა შედეგებიც არ უნდა ჰქონდეს, შეეძლება დიდი პოლიტიკური გავლენა იქონიოს 2019 წელზე, როდესაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც და პოტენციურ დემოკრატ პრეტენდენტთა დიდი ჯგუფიც, 2020 წლის არჩევნებისთვის მზადებას დაიწყებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG