ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რიჩარდ ლუგარი კვირას, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა


87 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი, ინდიანის შტატის ყოფილი სენატორი რიჩარდ ლუგარი. მისი სახელობის არამომგებიანი ორგანიზაცია -ლუგარის ცენტრი- აცხადებს, რომ ის ვირჯინიის შტატის ერთ-ერთ კლინიკაში ავადმყოფობით გარდაიცვალა.

ვეტერანმა სენატორმა შეერთებული შტატების კონგრესში 36 წლის მანძილზე იმსახურა. ის ცენტრისტი რესპუბლიკელი გახლდათ, არაერთი მნიშვნელოვანი კანონმდებლობის ინიციატორი, რომელიც განსაკუთრებით აქტიურობდა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.

რიჩარდ ლუგარი ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალი სახელმწიფოების სუვერენიტეტის, მათი დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების განმტკიცების ცნობილი მხარდამჭერი იყო. ის საქართველოს დიდი გულშემატკივარი და მოამაგეც გახლდათ.

ლუგარის ცენტრის დახმარებით, საქართველოში და რამდენიმე სხვა ქვეყანაში შეიქმნა და აღიჭურვა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები. მის სახელს უკავშირდება თბილისში მდებარე საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, რომელიც პენტაგონის დაფინანსებით აშენდა. ლუგარის ცენტრს დღეს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განკარგავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG