ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელები ფარ-ხმალს არ ყრიან


პარტია პრეზიდენტ ობამას ჯანდაცვის რეფორმის ანულირებისთვის ბრძოლას გააგრძელებს

"რესპუბლიკური პარტია პრეზიდენტ ობამას ჯანდაცვის რეფორმის ანულირებისთვის ბრძოლას გააგრძელებს" - აცხადებს ვაიომინგელი სენატორი ჯონ ბარასო. ის ამტკიცებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ამერიკაში სამედიცინო მომსახურების ფასს არ დააგდებს და უფრო ხელმისაწვდომს არ გახდის.

რესპუბლიკელთა ყოველკვირეულ მიმართვაში სენატორმა ბარასომ აღნიშნა, რომ რეფორმა „არ იმუშავებს, რადგან ის არც ხელმისაწვდომია და არც პოპულარული“. ბარასო სპეციალობით ექიმია და თვლის, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ახალი გადასახადის სახით ისევ საშუალო კლასს დააწვება კისერზე. ბარაკ ობამას სავარაუდო მეტოქე საპრეზიდენტო არჩევნებზე, მიტ რომნი კი აცხადებს, რომ არჩევის შემთხვევაში რეფორმას პირველ დღესვე გააუქმებს.
XS
SM
MD
LG