ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ იმატა


2012 წელს ადგილნაცვალ პირთა რაოდენობამ 45,2 მილიონს მიაღწია

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს განცხადებით, 1994 წლის შემდეგ 2012 წელი პირველ ადგილზეა დევნილთა რაოდენობით.

ამ ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში მიმდინარე ომების გამო ყოველ ოთხ წამში ერთი ადამიანი ხდება ლტოლვილი. 2012 წელს ადგილნაცვალ პირთა რაოდენობამ 45,2 მილიონს მიაღწია, როდესაც 2011 წლის მონაცენემებით ეს რიცხვი 42,5 მილიონი იყო.

გაეროს მონაცემებით, ლტოლვილთა 55% ომებით მოცული ისეთი ქვეყნებიდანაა, როგორებიცაა ავღანეთი, სომალი, ერაყი, სირია და სუდანი. უკანასკნელი 32 წლის განმავლობაში დევნილთა რაოდენობით მსოფლიოში ავღანეთი ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ ლტოლვილთა 46% ბავშვია.
XS
SM
MD
LG