ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რიკერმა ბრიუსელში ბრიფინგზე საქართველოზე ისაუბრა


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოქმედმა თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერმა, რომელიც ევროპული ტურნეს ფარგლებში სახელმწიფო მდივან პომპეოს თან ახლდა, ბრიუსელიდან ჟურნალისტებისთვის სატელეფონო ბრიფინგს უმასპინძლა. რიკერის განცხადებით, მაიკ პომპეომ ტურის ფარგლებში ლონდონში, კოპენჰაგენსა და ბრიუსელში იმოგზაურა. სწორედ რიკერმა შეაჯამა ეს ვიზიტი და თქვა, რომ პომპეო უკვე აშშ-ში დაბრუნდა.

ლონდონში ამერიკულ მხარეს დიდი ბრიტანეთის პრემიერთან და სხვა სახელმწიფო ლიდერებთან, ასევე ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან ჰქონდა შეხვედრა. განსახილველ საკითხებს შორის იყო პანდემიასთან ბრძოლის გზები და შეზღუდვების შესუსტების პარალელურად, საჰაერო რეისების აღდგენის განხილვა ევროპის ქვეყნებთან. დანიაში მხარეებმა ტრანსატლანტიკური ურთიერთობები, თანამშრომლობა, ერაყში ნატოს მისიის მოღვაწეობა და არქტიკის საკითხები განიხილეს. ბრიუსელში მათ ევროკავშირის ლიდერებთან ჩინეთთან ურთიერთობები და 5ჯ პროცესებიც შეაჯერეს.

ერთერთი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე (დემნა დევდარიანი, "იმედის" ტელევიზია), თუ რამდენად მნიშვნელოვანია [ცოტა ხნის წინ] კონგრესში ასიგნებების კომიტეტის მიერ წამოყენებული კანონპროექტი, რომელიც საქართველოს დემოკრატიის კუთხით დახმარების ნაწილს უჩერებს, ფილიპ რიკერმა აღნიშნა, რომ საქართველო ბევრი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პარტნიორია. მისი თქმით, ის დეტალებს არ ჩაუღრმავდება, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ახლოდან აკვირდება, აგრძელებს მუშაობას ქართულ მხარესთან და ასევე მუშაობს აშშ-ის კონგრესთნ, რომელსაც ამ საკითხში დიდი ინტერესი აქვს და რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს და პირადად ელჩ დეგნანს ამ პროცესებში სრული ჩართულობა აქვთ.

რიკერმა აქვე იმედი გამოთქვა, რომ მას საქართველოში ჩასვლის საშუალება მალე მიეცემა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG