ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წითელი ჯვარი: იემენში ჰუთებმა 290 დაკავებული გაათავისუფლეს


საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ორგანიზაცია იემენში, ჰუთების მიერ დაკავებული 290 დაკავებულის გათავისუფებაში იღებდა მონაწილეობას.

გათავისუფლებულებიდან 42 ადამიანი, დაკავების ადგილთან ახლოს, აფეთქებას გადაურჩა სექტემბერში.

წითელი ჯვარი დაკავებულების ვინაობის ამოცნობაშიც მონაწილეობდა. მათ ასევე გაარკვიეს, სად სურდათ დაკავებულებს წასვლა გათავისუფლების შემდეგ და გამოიკვლიეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. დაკავებულებმა წითელი ჯვრისგან ფინანსური დახმარებაც მიიღეს.

ჰუთი მებრძოლები იემენის დედაქალაქს 2014 წლის ბოლოდან აკონტროლებენ. საუდის არაბეთი ქვეყნის გაქცეული ხელისუფლების დასახმარებლად, მოქმედ კოალიციას ლიდერობს და მან 2015 წლიდან არაერთი საჰაერო თავდასხმა და სხვა სამხედრო ქმედება განახორციელა ჰუთების წინააღმდეგ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG