ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რასმუსენი: რუსეთი კვლავ ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას


ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ვირტუალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "საქართველოს მომავალი უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მოსახლეობამ და არა კრემლმა, ევროპამ, ან ამერიკამ. [დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ], საქართველომ დაამტკიცა თავისი ერთგულება დემოკრატიული განვითარებისადმი და ის გახდა დემოკრატიული ქვეყნების გლობალური ოჯახის ღირებული წევრი",-აღნიშნა მან.

მისივე განცხადებით, უკანასკნელ პერიოდში გამოქვეყნებული ბევრი ანგარიში ცხადყოფს, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. რასმუსენის მტკიცებით, რუსეთმა შექმნა დეზინფორმაციული, უკანონო ფინანსური ქმედებების, ასევე კიბერთავდასხმების კომბინაციით სისტემა, ამის მიზანი კი დემოკრატიული პროცესების დელეგიტიმაციაა.

ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის თქმით, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ტრანსატლანტიკურმა კომისიამ წარმოადგინა დათქმა არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ. მან საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს აღნიშნულ დათქმაზე ხელის მოწერისკენ მოუწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG