ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ობამას გეებთან შეხვედრას სთავაზობს


რუსეთის პრეზიდენტი სნოუდენის საქმეში შეერთებული შტატების დაზვერვასვე ადანაშაულებს, რომელმაც მას რუსეთამდე ჩასვლის ნება მისცა

ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია. მას შემდეგ, რაც რუსეთმა შეერთებული შტატების მიერ ჯაშუშობისთვის ძებნილ ედუარდ სნოუდენს პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა, პრეზიდენტმა ობამამ მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. აღნიშნული განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა „ასოშეიტედ პრესის“ და რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხისთვის სამშაბათს მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მან სნოუდენის საქმის არასწორი მიმართულებით წაყვანისთვის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურები დაადანაშაულა, განაცხადა რა, რომ მათ სნოუდენი მანამდე უნდა აეყვანათ, ვიდრე ის ჰონგ კონგიდან რუსეთში გაემგზავრებოდა. ამის სანაცვლოდ კი ისინი სხვა ქვეყნების მთავრობას სთხოვდნენ, თავშესაფარი სნოუდენისთვის არ მიენიჭებინათ - განაცხადა პუტინმა.

პუტინი უარყოფს, რომ რუსეთში გეების წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა მიიღეს და პრეზიდენტ ობამას სთავაზობს, რუსეთში რამდენსაც მოისურვებს, იმდენ ჰომოსექსუალთა ჯგუფს პირადად შეხვდეს. მისი თქმით, გეი სპორცმენები, რომლებიც სოჭის ოლიმპიადაზე საკუთარი ღირსების აღმნიშვნელი სიმბოლიკით ჩავლენ, არ დაისჯებიან. პუტინი იმასაც უარყოფს, რომ მას ობამასთან ურთიერთობის რაიმე პრობლემა აქვს და აკრიტიკებს მათ, ვინც ორი პრეზიდენტის აშკარად გამოხატულ ე.წ. რთულ „სხეულის ენაზე“ მიუთითებს.
XS
SM
MD
LG