პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს უცხოელ ჟურნალისტებთან გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე საქართველოს საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, მოსკოვი მზად არის საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი მოუხსნას.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა “სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად” შეაფასა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პუტინის გამოსვლას წერილობითი განცხადებით უპასუხა და იმავე ტექსტში “ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა” უწოდა ევროკავშირის მოსალოდნელ გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე.