ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს ამ თვის ბოლოს მოსკოვში შეხვდებიან. კრემლმა ამის შესახებ დღეს განაცხადა, მას შემდეგ რაც ფხენიანმა ახალი „ძლიერი ქობინიანი“ ტაქტიკური იარაღის გამოცდის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
კრემლს დამატებითი დეტალები პუტინისა და კიმის შეხვედრის შესახებ არ გაუსაჯაროებია. თუმცა მოსკოვმა აღნიშნა, რომ შეხვედრა უკვე თვეებია, რაც იგეგმება. ბოლოს, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები, ერთმანეთს 2011 წელს ციმბირში შეხვდნენ. მაშინ ჩრდილოეთ კორეას კიმის მამა, კიმ ჩენ ირი მართავდა.
კიმმა და ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ დრომდე ორი სამიტი გამართეს კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შესახებ, თუმცა ორ ქვეყანას შორის შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.
Facebook Forum