ამერიკელი მსახიობის, ალექ ბოლდუინის საბედისწერო გასროლას გადასაღებ მოედანზე ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა ნიუ-მექსიკოში ფილმ "რასტის Rust" ერთ-ერთი ეპიზოდის გადასაღებ მოედანზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ამერიკელმა მსახიობმა ალექ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე სარეკვიზიტო იარაღიდან გაისროლა, რომელშიც დაუდგენელი მიზეზების გამო, ნამდვილი ტყვიები აღმოჩნდა.
სროლის დროს დაიჭრა ერთი ოპერატორი და რეჟისორი. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, 42 წლის წარმოშობით უკრაინელი გალინა ხატჩინსი მძიმედ იყო დაშავებული, რის გამოც მისი ჰოსპიტალიაზაცია ვერტმფრენით ხდებოდა, თუმცა ის გზაში გარდაიცვალა.
ეს ვიდეო 42 წლის ხატჩინსმა ფილმის გადაღებების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიღო და საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე ატვირთა.
დაჭრილი რეჟისორის მდგომარეობა კი მძიმეა. ის მკურნალობას ამ დრომდე კრიტიკული მედიცინის ცენტრში გადის.
სანტა-ფეს პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, მსახიობი ალექ ბოლდუინი გამოკითხვაზე საკუთარი სურვილით მივიდა და სამართალდამცავებს ჩვენება მისცა. შემდეგ კი მან განყოფილება დატოვა.
ამ დროისთვის, გადასაღები მოედნის მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული და საგამოძიებო პროცედურები ტარდება, იკითხება ყველა ის პირი, რომელიც საბედისწერო გასროლის დროს ადგილზე იმყოფებოდა.
ამ დროისთვის, სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ და ბრალიც არავისთვის წარუდგენიათ.
ფილმი სახელად Rust-ის გადაღების იდეა წლების წინ გაჩნდა, 2020 წლის 29 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ფილმში მთავარ როლს ალექ ბოლდუინი ითამაშებდა. ფილმის სიუჟეტი მეცხრამეტე საუკუნეში ვითარდება, დღეს კი ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღება მიმდინარეობდა.
Facebook Forum