თეთრი სახლი აცხადებს, რომ ერთ-ერთი პატიმარი გუანტანამოდან მის სამშობლოში საუდის-არაბეთში გადაიყვანეს.
აბდულ რაჰმან შალაბი 2002 წელს დააპატიმრეს, ამ წლის ივნისში კომისიამ მისი საქმე შეისწავლა და მისი სამშობლოში გადაყვანაზე დასკვნა დაწერა.
პენტაგონის ინფორმციით შალაბი ოსამა ბინ ლადენის დაცვის წევრი იყო.
შალაბის გათავისუფლება საუდის არაბეთის მთავრობის რეაბილიტაციის პროგრამის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც მას სამართალდამცველები წლების განმავლობაში დააკვირდებიან.
გუანტანამოზე კიდევ 114 პატიმარი რჩება, მათგან 52 შესაძლოა სამშობლოში გადაიყვანონ თუ კი მათი ქვეყნები ამერიკის უსაფრთხოების პირობების დაკმაყოფილებას შეძლებენ.