ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენ-პროკურორზე ზეწოლა იზრდება


ამერიკის გენერალური პროკურორ ჯეფ სეშენსზე ზეწოლა მატულობს, როგორც თეთრი სახელიდან ასევე კონგრესიდან. სეშენსი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში რუსეთის ელჩთან კონტაქტს აგრძელებდა. გენ-პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ კი ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ წარმოებულ გამოძიებას გამეთიშა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდის რუსეთთან ურთიერთობის მასშტაბებს იძიებს.

უკვე მეორე დღეა ტრამპი სეშენს აკრიტიკებს ორი მიზეზის გამო. ერთი ის არის, რომ გენერალური პროკურორი გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ რუსეთის თემის გამოძიებას ჩამოშორდა. მეორე კი ის, რომ სეშენსმა ჰილარი კლინტონის რუსეთთან სავარაუდო კავშირების გამო გამოძიება არ დაიწყო.

სენატის იურიდიული საქმეების კომიტეტის უხუცესმა დემოკრატმა სენატორმა დაიან ფაინსტაინმა სეშესნი ჩვენების მისაცემად დაიბარა რუსეთის ყოფილ ელჩ სერგეი კისლიაკთან ურთიერთობების დეტალებზე სასაუბროდ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG