ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედიის თავისუფლების შეზღუდვა ევროპაში - ახალი კვლევა


ევროპაში პრესის თავისუფლების საფრთხეების შესახებ, წამყვანი მედიაორგნიზაციები და მაკონტროლებელი ჯგუფები ანგარიშს აქვეყნებენ. ანგარიში დოკუმენტურად აფისქირებს დარღვევების რიგ შემთხვევებს, მათ შორის - ჟურნალისტებზე ფიზიკურ თავდასხმებს, შევიწროებას, დაშინებას და ონლაინ ძალადობას. ეს უკანასკნელი, გასული წლის განმავლობაში, პანდემიის ფონზე კიდევ უფრო გაძლიერდა.

ეს არის მედიაჯგუფების მესამე მოხსენება, რომელიც ევროსაბჭოს 47 წევრთან თანამშრომლობით მომზადდა. მოხსენება მიზნად ისახავს პრესის საქმიანობის დაცვას და უსაფრთხოებას, პორტუგალიიდან რუსეთამდე.

მედიის თავისუფლების საკითხებში, ევროპელ ჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენელი უილიამ ჰორსლი ამბობს, რომ 2020 წლის განმავლობაში პრესის თავისუფლების დარღვევის 201 შემთხვევა აღირიცხა. ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 40%-ითაა გაზრდილი.

„ამასთან ერთად არის გამაფრთხილებელი ჩანაწერი, 52 ძალადობრივი თავდასხმისა და სხვა ქმედებების შესახებ. მათ შორისაა გარდაცვალების 2 შემთხვევა - ერთი ალბანეთში, მეორე რუსეთში. მსგავსი შემთხვევები, მედიის თავისუფლებაზე გამანადგურებელ გაველნას ახდენს.“ - აცხადებს ჰორსლი.

მისივე თქმით, ანგარიშში ასახული დარღვევების ნახევარი პოლიტიკოსებმა და საჯარო მოხელეებმა ჩაიდინეს.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა მაგალითად პოლონეთი და უნგრეთი, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიის სასარგებლოდ, კრიტიკული მედიის წარმომადგენლები შავ სიაში შეიყვანეს. სხვა შემთხვევებში, მაგალითად თურქეთმა და რუსეთმა, მედიასაშუალებების მონოპოლიზაციას შეუწყო ხელი, რაც ზღუდავს გამოხატვის მრავალფეროვნებას, მედია პლურალიზმს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ზოგიერთ ქვეყანაში მედიის თავისუფლება კიდევ უფრო შეზღუდა.

მოხსენებაში ასევე ხაზგასმულია მზარდი ონლაინ შევიწროება, განსაკუთრებით ქალი ჟურნალისტების მიმართ.

„ისინი სულ უფრო ხშირად ხდებიან სექსისტური შეურაცხყოფისა და მუქარის მსხვერპლი. სრული დაუსჯელობის ფონზე, ასეთი შემთხვევები მრავლადაა მაგალითად სერბეთში, ესპანეთში“ - აცხადებს რიკარდო გუტერეში, ჟურნალისტთა ევროპული ფედერაციის გენერალური მდივანი.

„ჩვენი ანგარიში გმობს ონლაინ პლატფორმებისა და ხელისუფლებების პასიურობას“ - ამბობს გუტერეში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG