ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო ორგანიზაციები ტრამპის მედიასთან დამოკიდებულებას აკრიტიკებენ


reporters without borders RSF press freedom 2017
reporters without borders RSF press freedom 2017

პოპულისტი პოლიტიკოსების მიერ მედიაზე გამუდმებული თავდასხმები არის დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი საფრთხე - ასე აფასებენ მსოფლიოში პრესის მდგომარეობას "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" და "ფრიდომ ჰაუზი".

ორივე ორგანიზაციის ყოველწლიურ ანგარიშებში მწვავედ იყვნენ გაკრიტიკებულნი დასავლელი პოპულისტი ლიდერები იმის გამო, რომ ისინი მედიის დისკრედიტირებას ცდილობენ და იმუქრებიან შეზღუდვების დაწესებით.

ამერიკის პრეზიდენტმა ორივე ორგანიზაციისგან მწვავე კრიტიკა მიიღო. ორგანიზაციამ "ფრიდომ ჰაუზი" განაცხადა, რომ ტრამპის მიერ მედიის "ამერიკელი ხალხის მტრად" წარმოჩენა და ჟურნალისტების საქმიანობის დაკნინება არყევს მოსახლეობის რწმენას ფაქტებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკის მიმართაც.

თეთრ სახლს საერთასორისო ორგანიზაციების კრიტიკის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

პრესის თავისუფლების ინდექსით წელს არა ფინეთი, არამედ ნორვეგია ლიდერობს. 180-ე პოზიციაზე და ყველაზე არათავისუფალ ქვეყანად კი კვლავ ჩრდილოეთ კორეა რჩება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG