ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნების მეორე ტური ამერიკაში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს


ნიუ-იორკში ხმის მიცემის პროცესი, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ქალაქში განთავსებულ ორ საარჩევნო უბანზე, 4 653 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

პირველ ტურში საარჩევნო სიაში 3 301 ამომრჩეველი ფიქსირდებოდა. საარჩევნო უბნების თავმჯდომარეების განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, პირველ ტურთან შედარებით, გაზრდილია აქტივობაც.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე, ამომრჩეველთა ნაწილი აცხადებდა, რომ რეგისტრაციის მიუხედავად, საარჩევნო სიებში საკუთარ მონაცემებს ვერ პოულობდა. დამკვირვებლები არასამთავრობო სექტორიდან და ოპოზიციური პარტიებიდან აცხადებენ, რომ დღეს მსგავსი პრობლემები ნაკლებადაა. პრობლემა, რაზეც ემიგრანტი ამომრჩევლები დღეს ყურადღებას ამახვილებენ, არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნაა. მათი თქმით, ეს საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს, მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის. სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით, ცესკოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ, მათ შორის, ნიუ-იორკში, საარჩევნო უბნები საღამოს 8 საათის ნაცვლად, ღამის 12 საათზე დაიხურება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG