ვაშინგტონი —
ამერიკის ხმამ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტ ჯიმი კარტერთან. ექსპრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ წიგნი გამოსცა, რომელიც მსოფლიოში ქალთა უფლებების დაცვაზე ყურადღების გამახვილებას ცდილობს. წიგნის თემასთან ერთად, კარტერმა ამერიკის საგარეო პოლიტიკაზეც გააკეთა კომენტარი.
უკრაინასთან დაკავშირებით, ჯიმი კარტერმა კერძოდ თქვა:
„არ მგონია, რომ შეერთებულ შტატებს ან ევროპას რამის გაკეთება შეეძლოთ იმისთვის, რომ რუსეთის ყირიმში შესვლა შეეკავებინათ. რუსეთი ყოველთვის მიიჩნევდა ყირიმს საკუთარ ნაწილად. ჩემი აზრით, ყირიმელი ხალხის უმრავლესობას - დაახლოებით სამ მეთხედს - იგივე შეხედულება აქვს, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია. ასე რომ, ემბარგო სამხედრო მოქმედება პუტინს ვერ შეაკავებდა. გასულ კვირას პუტინის გამოსვლას ყურადღებით მოვუსმინე. მან თქვა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში შესვლას არ აპირებდა და მე არ მგონია, რომ მან ეს გააკეთოს. თუმცა, შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა მოკავშირეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ პუტინს ერთმნიშვნელოვნად გააგებინონ, რომ თუ მან ეს გააკეთა [აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარი შეიყვანა] ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება, იმაზე სერიოზული, ვიდრე აქამდე დაგვიწესებია. ამის შემდეგ, არ მგონია პუტინმა ეს გააკეთოს. თუმცა, მგონია, რომ პუტინი აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები ადამიანების - რომელთა უმრავლესობაც რუსულად მეტყველებს - გადაბირებას ეცდება. ამას სავაჭრო ურთიერთობების, გრანტების, სესხების, სხვადასხვა სოციალური პროგრამისა და საზღვრის გადაკვეთაზე მარტივი წესების განხორციელებით ეცდება. ჩემი აზრით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ადამიანები დაარწმუნოს იმაში, რომ რუსეთთან ყოფნა სჯობს აღმოსავლეთ უკრაინაში და ევროპაში ყოფნას."