ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის ახალი პრემიერი ბანკზე ზეწოლას აპირებს


ქვეყნის ახალი მინისტრთა კაბინეტი 26 დეკემბრისთვის მზად იქნება

იაპონიის ახლადარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა შინზი აბემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ზეწოლას მოახდენს იაპონიის ბანკზე რათა შეამსუბუქოს მონეტარული პოლიტიკა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ცენტრალურმა ბანკმა უნდა გაითვალისწინოს არჩევნების შედეგები, როდესაც მისი საბჭო ამ კვირის ბოლოს შეიკრიბება პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით.

შინზო აბეს თქმით, ის მინისტრთა კაბინეტს 26 დეკემბრისთვის წარადგენს. საარჩევნო კამპანიის დროს შინზო აბე მხარს უჭერდა საჯარო სამსახურში ხელფასების მომატებას და მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას. შინზო აბეს კონსერვატიულმა პარტიამ იაპონის არჩევნებში დამაჯერებლი გამარჯვება მოიპოვა.
XS
SM
MD
LG