ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი კიდევ ერთ დოპინგ-სკანდალში ეხვევა


რუსი ათლეტების მიერ საერთაშორისო შეჯიბრებებში, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებში, მონაწილეობა საფრთხის ქვეშაა.

მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს კომიტეტმა წარმოადგინა რეკომენდაციები, რომლის თანახმადაც, რუსეთს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ნებისმიერ საერთაშორისო კონკურსში, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებში, მონაწილეობა შეიძლება შეეზღუდოს. ბოლო მასშტაბური სკანდალი, რომელშიც რუსეთი ამ კუთხით გაეხვა, 2014 წელს მოხდა, როდესაც დოპინგ-სქემაში რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობაც დადასტურდა.

რუსი ათლეტების ნაწილი ამას კომიტეტის მხრიდან მიღებულ ზედმეტად მკაცრ ზომად აფასებს, ზოგი კი სპორტის მესვეურებს ადანაშაულებს იმაში, რომ მათი სპორტული მომავალი საფრთხის ქვეშ დადგა.

რეკომენდაციები სააგენტომ პრესკონფერენციაზე სამშაბათს წარმოადგინა. ისაუბრეს ასევე იმ ბრალდებაზე, რომ მოსკოვის ერთ-ერთ დაწესებულებაში, სადაც ანალიზების შემოწმება ხდება, 2000-მდე ათლეტის ტესტები გაყალბდა.

სპორტის მინსიტრმა პაველ კოლობკოვმა აღნიშნა, რომ კომისიის რეკომენდაციები არაა საბოლოო და გარდა ამისა, სააგენტოს გამომძიებლები რუსი ექსპერტების განმარტებებს მხედველობაში არ იღებენ.

"რუსული მხარე პატიოსნად ასრულებს თავის მოვალეობებს. ჩვენ ყველა საჭირო ინფორმაცია წარმოვადგინეთ", - ამბობს კოლობკოვი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კი კვლავ დასავლური მედია დაადანაშაულა და თქვა, რომ ხშირად მისი წარმომადგენლები ზედმეტად სწრაფად აკეთებენ დასკვნებს, როდესაც საქმე რუსეთს ეხება. მისი თქმით, ამ შეზღუდვებს აწესებენ ისინი, ვისაც "სურს, რომ რუსეთი დაადანაშაულოს ყველაფერში, რაც ხდება".

კრემლი გაცილებით უფრო ოპტიმისტურად იყო განწყობილი. პრესსპიკერის თქმით, ვლადიმირ პუტინი ბედნიერია, რომ მისი მმართველობის 19 წლის განმავლობაში რუსული სპორტის სტატუსი მსოფლიოში გაიზარდა, გაძლიერდა და მან "მსოფლიო დიდება" დაიბრუნა. გარდა ამისა, პრეზიდენტი არ აპირებს ამ საკიტხზე სპორტის მინისტრთან ან სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრას.

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ საბოლოო გადაწყვეტილება 9 დეკემბერს უნდა გამოაქვეყნოს. თუმცა რუსეთს შესაძლებლობა ექნება ის სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივროს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG