ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პორტუგალიაში საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადა


პორტუგალიაში პროფკავშირებმა 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადა, რომელიც ქვეყანაში მკაცრ საბიუჯეტო შეკვეცებს აპროტესტებს.

GGTP - პორტუგალიელ მშრომელთა გენერალური კონფედერაცია ყველაზე დიდი ზომის გავლენიან პროფესიულ კავშირს წარმოადგენს. გაფიცვა საჯარო სამსახურების, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულ გაჩერებას ითვალისწინებს. სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები მუშაობას გააგრძელებენ.

პორტუგალიამ 3-წლიანი ეკონომიკური რეფორმების პაკეტი საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან და ევროკავშირისგან 103-მილიარდიანი დახმარების სანაცვლოდ დაამტკიცა. ეკონომიკურ რეცესიაში მყოფი პორტუგალია რიგით მესამე ქვეყანაა, რომელმაც საბერძნეთთან და ირლანდიასთან ერთად დახმარებისთვის ევროკავშირს და სავალუტო ფონდს მიმართა.

XS
SM
MD
LG