უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყნის უშიშროების საბჭოს სანქცირებულების ახალი სიიდან ბი-ბი-სი-ს სამი თანამშრომლის ამოღება დაავალა. ამის შესახებ „ტვიტერით“ იუწყება პრეზიდენტის პრესმდივანი, სვიატოსვლავ ცელჰოლკო.
16 სექტემბერს, უკრაინამ რამდენიმე ათეულ ჟურნალისტს, მათ შორის ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ბი-ბი-სი-ს სამ კორესპონდენტს აუკრძალა უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სანქცირებულების სიას პოროშენკომ ხელი მოაწერა მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების ლიდერებმა გამოაცხადეს თარიღი, თუ როდის აპირებენ არჩევნების ჩატარებას.
კიევი უკანონოდ მიიჩნევს ამ არჩევნებს. სანქცირებულების სიაში ჟურნალისტების შეყვანის შესახებ გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუზმა", „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ და ეუთომ. კრემლმა „სრულიად მიუღებელი“ უწოდა კიევის ამ ნაბიჯს. სანქცირებულებს შორის რჩება რამდენიმე რუსი ჟურნალისტი.
პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტის გიორგი ღონღაძის გატაცებისა და მკვლელობის 15-ე წლისთავს ემთხვევა.