ბენედიქტ მეთექვსმეტის ბიოგრაფი, ბრენან პერსელი ამბობს, რომ უპირველეს ყოვლისა იგი დაამახსოვრდებათ, როგორც მოძღვარი.
„მისი, როგორც რომის პაპის მემკვიდრეობა დარჩება მის ნაწერებში, კატეხიზმოებში, ენციკლიკაში და სხვადასხვა დოკუმენტებში. და ის ადამიანები, რომლებმაც ინტერნეტში წაიკითხეს მისი ნაწერები, მიიღებდნენ უაღრესად დიდ შთაბეჭდილებას იმის შესახებ, თუ რაოდენ დიდია მისი ღვაწლი საეკლესიო სწავლებაში“.
ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის თეოლოგი მამა თომას რისი ამბობს, რომ ბენედიქტე თავისი ღვთისმეტყველებით ვატიკანის ჩარჩოებიდან გამოვიდა.
რისი აცხადებს, რომ მას ჰქონდა ძლიერი იდეები საეკლესიო მოძღვრებასთან, ორთოდოქსალურ საკითხებთან და ეკლესიის ტრადიციებთან დაკავშირებით . იგი არ უშინდებოდა იმ თეოლოგებს და მლოცველებს, რომლებიც მის მოსაზრებებს არ იზიარებდნენ და ძირითად მის გაჩუმებას ცდილობდნენ.
რომის პაპს ზოგიერთი კონსერვატორად მოიხსენიებდა, კონტრაცეპტივების, ერთსქესიანი ქორწინების, ღეროვანი უჯრედების კვლევის და მღვდლების ქორწინების საკითხების შესახებ მისი პოზიციის გამო.
თუმცა ჩიკაგოს მუნდელიანის სემინარიის რექტორი მამა რობერტ ბარონი ამბობს, რომ პაპის დახასიათების დროს პოლიტიკური იარლიყები არ უნდა გამოიყენონ. იგი აცხადებს, რომ საკითხი ისე არ არის, რომ პაპები იცვლიდნენ შეხედულებებს და ახლა უფრო ლიბერალური პაპი იქნება, რომელსაც კონსერვატორი პაპისგან განსხვავებული აზრები ექნება.
"იგი ასწავლიდა იმას, რაც თავად ისწავლა იოანე პავლე მეორისგან, მან კი პოლ მეექვსისგან, მანამდე კი იყო ჯონ მეთვრამეტე, უფრო მანამდე პიუს მეჩვიდმეტე. ასე რომ ბენედიქტრ არ იყო მემარჯვენე პაპი, ის მიყვებოდა ეკლესიის მაღალ მორალურ და დოქტრინალურ სწავლების ხაზს."
ბენედიქტე მეთექვსმეტის მოღვაწეობის პერიოდს დაემთხვა ბავშვების გაუპატიურების -სკანდალის გამოაშკარავება. ეს ფაქტები პაპ იოანე პავლე მეორის მოღვაწეობის პერიოდში გამომზეურდა.მამა ბარონი ამბობს, რომ სმენია იმ ადამიანებისგან, ვისაც შეხება ჰქონდათ პაპთან და ვატიკანის სამყაროსთან, ვინც იძიებდა ამ საკითხს, რომ რატცინგერს ძალიან მაღალი ნდობა ჰქონდა. იგი იყო ადამიანი, რომელსაც ესმოდა პრობლემა. 2001 წლიდან მას უკვე ჰქონოდა ხელთ ეს დოსიეები და წაკითხული ისტორიები. ნებისმიერი ვინც იცნობდა მას, ამბობდა, რომ მას ეზიზღებოდა ეს ისტორიები და თითქოს რაღაცნაირად ამ რეალობამ გამოაფხიზლა. ამის შემდეგ იგი უკვე ვატიკანის საღვთო ეპარქიას ხელმძღვანელობდა.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მან შემოიღო სწრაფი პროცედურები იმ სასულიერო პირების ეკლესიიდან განსადევნად, რომლებიც სქესობრივ სკანდალში მონაწილეობდნენ. მან ასევე მოიბოდიშა ამ სკანდალის გამო და რამდენიმე დაზარალებული პირადად მიიღო.
მისი მოღვაწეობა კიდევ რამდენიმე მოვლენით არის საინტერესო. 2006 წელს რეგენსბურგში გამოსვლისას მან ბიზანტიის იმპერატორის ციტირება მოახდინა, რომელიც ბევრი მუსლიმისგან აღქმული იქნა თავდასხმად რასაც მუსლიმანური სამყაროს მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მოგვიანებით ის თურქეთს ესტუმრა, ვიზიტი ითვალისწინებდა სტამბოლის მთავარ მუფტთან ერთად ლოცვას ლურჯ მეჩეთში.
2009 წელს ბენედიქტ მეთექვსმეტის საქციელმა აღშფოთება გამოიწვია, როდესაც ეკლესიიდან განკვეთილი 4 ულტრათანამედროვე მღვდელი აღადგინა, მათგან ერთ-ერთი ჰოლოკოსტს არ აღიარებდა.
ოქტომბერში კი ბენედიქტის მსახურთუფროსი დაადანაშაულეს პირადი დოკუმენტების ქურდობაში, თუმცა საბოლოოდ რომის პაპმა მას ეს საქციელი აპატია.
გასულ თვეს მან პოსტი დატოვა და ეს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობით ახსნა.
ბრისტოლის უნივერსიტეტის თეოლოგი პროფესორი ჯორჯ ფერცოზო ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მისი მემკვიდრეობის ნაწილია. იგი აცხადებს რომ პაპის ამ გადაწყვეტილებას დიდხნიანი ეფექტი აქვს და მომავალ საუკუნეებში აუცილებლად ისაუბრებენ ამაზე.
"როდესაც რომის პაპი სიბერეში შევა ვატიკანში ყოველთვის დაიწყებენ საუბარს იმაზე, მოიქცევა თუ არა სხვა ბენედიქტე მეთექვსმეტის მსგავსად რომ ფიზიკურმა მდგომარეობამ არ ავნოს არამხოლოდ მის ჯანმრთელობას არამედ საეკლესიო საქმიანობასაც."
რომის ყოფილი პაპი ბენედიქტ მეთექვსმეტე რამდენიმე თვე კასტელ განდოლფოს სასახლეში იცხოვრებს. შემდეგ კი, მონასტერში გადავა რომელიც ახლა რემონტდება ვატიკანში. დარჩენილ სიცოცხლეს ის წერას და ლოცვას მიუძღვნის.