ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პომპეო: აშშ გააგრძელებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას


მსოფლიო 9 დეკემბერს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს აღნიშნავს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ამ დღესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამერიკა აგრძელებს მსოფლიოს მასშტაბით კორუფციის პრევენციას და მის წინააღმდეგ ბრძოლას. „კორუფცია ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას აფერხებს, ხელს უწყობს ტრანსნაციონალურ დანაშაულს, აღვივებს ტერორიზმს და მსოფლიოს მასშტაბით, მოქალაქეებს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ართმევს. კორუფცია ხელს უწყობს და ახანგრძლივებს ავტორიტარული ლიდერების მმართველობას, ასუსტებს დემოკრატიული სისტემების მიმართ რწმენას“ და „ქმნის პოლიტიკურ კრიზისებს და მმართველობის მიმართ გამოწვევებს, რომელიც ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას გამოწვევებს უქნის.“

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, 2019 წელს ამერიკამ მსოფლიოს მასშტაბით, 40-მდე საჯარო მოხელე და მათი ოჯახების წევრები კორუფციაში მონაწილეობაში ამხილა. პომპეოს თქმით, ამერიკა „გააგრძელებს ამ უფლებამოსილების გლობალურად გამოყენებას იმისთვის, რომ უცხოეთის მთავრობების კორუმპირებულ ოფიციალურ პირებს და მათ ოჯახის წევრებს არ მიეცეთ ამერიკაში მოგზაურობის და მათ მიერ უკანონო გზით მოპოვებული ფულის შეერთებულ შტატებში დახარჯვის შესაძლებლობა.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG