ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსების უმრავლესობა სტალინს ისტორიაში უდიდეს ფიგურად მიიჩნევს


მოსახლეობის აზრის გამოკითხვამ რუსეთში აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ყოფილ დიქტატორ იოსებ სტალინს ისტორიაში უდიდეს ფიგურად მიიჩნევს. ახლანდელი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კი მეორე ადგილს იყოფს რუს მწერალ ალექსანდრ პუშკინთა ერთად.

გამოკითხვა აპრილში ჩატარდა „ლევადა ცენტრის“, რუსული დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციის მიერ, რომელიც არაა აფილირებული რუსეთის მთავრობასთან. კვლევის მონაწილეებს სთხოვდნენ, რომ ყველა დროის უდიდესი პირები თანმიმდევრობით დაელაგებინათ, ისინი არ იყვნენ შეზღუდულნი მხოლოდ რუსი ისტორიული პირებით.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 38 % სტალინს ასახელებს ტოპ-პიროვნებად , 34 %-ით მას მოჰყვებიან პუტინი და პუშკინი. შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება 1989 წელს ჩატარებული მსგავსი კვლევისგან, როცა სტალინს მხოლოდ 12 % აღიარებდა უდიდეს ფიგურად. 2012 წელს ჩატარებულ მსგავს კვლევაში კი სტალინი კიდევ უფრო მაღალი მონაცემებით ლიდერობდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG