ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთი ისრაელის ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვს


მას შემდეგ რაც ღაზის სექტორში ისრაელის იერიშების შედეგად პოლონეთის მოქალაქე დაიღუპა, ოფიციალურმა ვარშავამ პოლონეთში ისრაელის ელჩისგან განმარტებები მოითხოვა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ექსში“ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავად გაავრცელა.

„მე პირადად ვთხოვე ისრაელის ელჩს სასწრაფო ახსნა განმარტება. [..] მან დამარწმუნა, რომ პოლონეთი მალე მიიღებს ამ ტრაგედიის შესახებ გამოძიების შედეგებს“,- დაწერა სოციალურ ქსელში რადოსლავ სიკორსკიმ და დაღუპული მოქალაქის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

პოლონეთის, ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები, რომლებიც ცნობილ შეფ-მზარეულ ხოსე ანდრესის „ვორლდ ცენტრალ ქიჩენში“ მუშაობდნენ, ღაზის სექტორში, მოხალისეებად, ჰუმანიტარულ მისიაში მონაწილეობდნენ. ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად შვიდი მოხალისე დაიღუპა.

ისრაელის მთავრობა ამბობს, რომ დეტალებს სწავლობს და მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გავრცელების პირობას დებს. ისრაელში ამბობენ, რომ ყველაფერი კეთდება რათა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო მიწოდება მოხდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG