ვაშინგტონი —
ორშაბათს ქართველი ლიდერის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ვაშინგტონში თეთრ სახლში გაიმართა. თუმცა ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრები შედგა სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში. ქართველი პრემიერი სენატორებს კარლ ლევინს, როი ბლანტს, დიკ დურბინს შეხვდა.
როი ბლანტთან შეხვედრაზე საქართველოში ბორდერიზაციის პრობლემის განახლებაზე ისაუბრეს. მოგვიანებით, სენატორმა როი ბლანტმა აღნიშნა, რომ რუსეთმა ოლიმიპური თამაშების განახლებიდან 24 საათზე ნაკლებ დროში მავთულხლართების გაბმის პროცესი გააგრძელა და რომ სწორედ ახლა არის დრო, როცა რუსეთს უნდა შევახსენოთ აშშ-სა და ევროკავშირის გადაწყვეტილება-ყველა მოსურნეს ეკონომიკური თავისუფლება და პარტნიორობა შესთავაზოს.
სენატორმა საკუთარ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დასძნა, რომ რუსეთმა აგრესიული ქმედებები უნდა შეწყვიტოს საქართველოში, ისევე როგორც მას არ უნდა მიეცეს ნებისმიერი სხვა მცდელობის განხორციელების საშუალება, რომელიც უკრაინის სხვადასხვა ნაწილს იზოლაციაში მოაქცევს.
ორშაბათს, საქართველოს პრემიერ მინისტრი შესახვედრად ესტუმრა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ ხელმძღვანელს დანიელ იოჰანესს. განხილული იყო საქართველოსთვის გამოყოფილი მეორე კომპაქტის პერსპექტივები. იოჰანესმა განაცხადა, რომ საქართველო ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელმაც ეკონომიკური ზრდის მიმართულებით ვალდებულებები შეასრულა. იოჰანესმა ქართველი პრემიერი შეაქო მისი მონდომებისთვის განათლების გაუმჯობესებაზე აქცენტით გაზარდოს საქართველოს ეკონომიკა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო, როგორც დინამიური საბაზრო ეკონომიკის დემოკრატია მართლაც გააგრძელებს გამორჩული ადგილის შენარჩუნებას.
2013 წლის ივლისში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ საქართველოსთან ხელი მოაწერა ხუთ წლიან, 140 მილიონი დოლარის ღირებულების კომპაქტს, რომელიც მოქალაქეების შემოსავლიანობას გააძლიერებს განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხარჯზე. ეს იქნება განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნების, ტექნიკური, საინჟინრო და მათემატიკის სწავლების განვითარების ხარჯზე. საქართველოსთვის მინიჭებული მეორე კომპაქტი ხორციელდება იმ ბოლოდროინდელი [განათლების ]პოლიტიკის რეფორმების საფუძველზე, რომლებიც საქართველომ განათლების დარგში გაატარა.
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს შორის ურთიერთობა 2005 წელს დაიწყო. პირველი მასშტაბური პროექტი 395 მილიონი დოლარის ღირებულების იყო და ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის დარგებში ინვესტიციებს დაეთმო.