ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მანილაში კონტრაქციები გაიმართა


დღეს, ათასობით დემონსტრანტი ფილიპინების დედაქალაქის ქუჩებში გამოვიდა პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს მმართველობის სტილის გასაპროტესტებლად.

დემონსტრაციები მანილაში, სხვადასხვა ადგილას გაიმართა. სწორედ დღევანდელ დღეს, ფილიპინების ყოფილმა პრეზიდენტმა ფერდინანდ მარკოსმა 1972 წელს კომენდატის საათი გამოაცხადა, და ამით ქვეყანაში ძალადობრივი, რეპრესიული რეჟიმი დაიწყო. 1981 წელს კი, საჯარო ამბოხის წყალობით, მარკოსი ხელისუფლებიდან გაძევებულ იქნა.

დღევანდელი დემონსტრაციები დუტერტეს მიერ ანალოგიური ავტორიტარული უფლებების შესახებ იმეორებდნენ. დუტერტე, აღსანიშნავია, რომ მარკოსს ეთაყვანება. უფლებადამცველები დუტერტეს ნარკო დილერების მკვლელობაში ადანაშაულებენ, თუმცა სწორედ ამ პოლიტიკის წყალობით პრეზიდენტი ახერხებდა ადგილობრივების ნდობის შენარჩუნებას. ამასთანავე, დუტერტე კომენდატის საათის გახანგრძლივების ინიციატივით გამოვიდა და გუშინ, პოლიციას საკუთარი შვილების მკვლელობაც მოთხოვა იმ შემთხვევაში თუ ისინი უკანონო ნარკოვაჭრობაში აღმოჩნდებოდნენ გარეული.

დღესვე მანილაში მისი მმართველობის მხარდამჭერებმა კონტრაქციები გამართეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG