ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა 26%, ტრამპი 19% - პიუს კვლევის შედეგები


სოციალური ქსელები 21-ე საუკუნეში ყველაზე მარტივი საშუალებაა ინფორმაციის მიღების და გავრცელებისთვის. პიუს კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" ექსპრეზიდენტ ბარაკ ობამას დღეს უფრო მეტი ამერიკელი მიმდევარი, ე.წ. ფოლოუერი ჰყავს, ვიდრე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ცენტრის მკვლევარებმა 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის ივლისამდე პერიოდის მონაცემები შეისწავლეს.

კვლევითი ორგანიზაციის მონაცემებით, შეერთებული შტატების ყოველი 5 ზრდასრული მოქალაქიდან, რომელიც "ტვიტერის" ქსელს მოიხმარს, ერთი დონალდ ტრამპის მიმდევარია, რაც მომხმარებელთა 19% შეადგენს. ამერიკის ექსპრეზიდენტ ბარაკ ობამას მიმდევრების რაოდენობა კი 26%-ს უტოლდება.

რაც შეეხება კონგრესმენებს, კვლევითი ორგანიზაციის მონაცემებით, "ტვიტერზე" ამერიკელთა 17 პროცენტი კონგრესის დემოკრატი წევრების ე.წ. ტვიტებს ადევნებს თვალს და მხოლოდ 8 პროცენტია რესპუბლიკელების მიმდევარი.

"ტვიტერმა" განსაკუთრებული მნიშვნელობა ამერიკულ პოლიტიკაში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში შესვლის შემდეგ შეიძინა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი სოციალურ ქსელს დღეში რამდენჯერმე იყენებს და საკუთარ მოსაზრებებს ძალიან ხშირად, სწორედ ამ სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს.

საინტერესოა ისიც, რომ დონალდ ტრამპის "ტვიტერის" მიმდევრებს შორის, ზრდასრული ამერიკელების 54% მის მუშაობას დადებითად აფასებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG