აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაციას ("ასეანი") მოუწოდებს, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ე.წ. ქცევის კოდექსით იხელმძღვანელოს. თუმცა, როგორც ამ ქვეყნების ლიდერები უკვე აცნობიერებენ, საბოლოო შეთანხმებას, რომელიც ცოტა ხნის წინ თითქოს უკვე მიღწეული ჩანდა, კიდევ 3 წელი დასჭირდება.
დღეს, სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, პენსმა აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნებმა „საკუთარი რესურსებით და ძალებით" უნდა მოახერხონ ამ პროცესში მონაწილეობა. ეს მათთვის რთული იქნება, რადგან ჩინეთი აგრძელებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ექსპანსიას. ამასთან, არ გადაწყვეტილა პეკინის ტერიტორიული დავა მალაიზიის, ბრუნეის, ტაივანის და ვიეტნამის მთავრობასთან 3.5 მილიონი კვადრატული კილომეტრის წყლების თაობაზე.
Facebook Forum