ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლ გობლი: ვშიშობ, ტრამპი ყურადღებას არ მიაქცევს საქართველოს მსგავს ქვეყნებს


საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკის რამდენიმე მიმდინარე საკითხზე ამერიკის ხმა ევრაზიის ქვეყნების დამოუკიდებელ მკვლევარს, წარსულში ამერიკის მთავრობის მაღალჩინოსანს პოლ გობლს ესაუბრა:

ამერიკის ხმა: რას, ან ვის უნდა მივაწეროთ ოპოზიციური პარტიების თანმიმდევრული გაქრობა საქართველოს პოლიტიკური სცენიდან?

მეჩვენება, რომ პროცესი პოლიტიკური პარტიების სისუსტით აიხსნება. პარტიების სისუსტე გამოწვეული იყო და არის იმით, რომ ისინი ჩამოყალიბდნენ ზევიდან ქვევით და არა პირიქით.
პოლ გობლი

პოლ გობლი: არა მგონია, ეს ვინმეს ბრალი იყოს საქართველოში, ან მის საზღვრებს გარეთ. მეჩვენება, რომ პროცესი პოლიტიკური პარტიების სისუსტით აიხსნება. პარტიების სისუსტე გამოწვეული იყო და არის იმით, რომ ისინი ჩამოყალიბდნენ ზევიდან ქვევით და არა პირიქით და მათი ბედი ლიდერთა ცვლაზე იყო დამოკიდებული.

ამერიკის ხმა: მიგაჩნიათ, თუ არა, რომ “გაზპრომთან“ გაფორმებული ბოლო შეთანხმება საქართველოსთვის პოლიტიკურად, ან ეკონომიკურად საზიანოა?

პოლ გობლი: ამ შეთანხმების გაუმჭვირვალობა შემაშფოთებელია, მაგრამ ამავე დროს, თუ საქართველო აღებულ პოლიტიკურ კურსს გააგრძელებს, მარტო “გაზპრომთან” შეთანხმება მის სუვერენიტეტს, რა თქმა უნდა, ვერ დაემუქრება. “გაზპრომთან” კონტრაქტის დეტალები საჯარო რომ ყოფილიყო, ბევრად უკეთესი იქნებოდა. ეჭვები არსებობს და ეჭვებს კი დიდი ძალა აქვს.

ამერიკის ხმა: რა გავლენა აქვს რუსეთის პროპაგანდას კავკასიაში და რა უნდა იღონოს მთავრობამ, სამოქალაქო სექტორმა და პრესამ მასთან გასამკლავებლად?

პოლ გობლი: დეზინფორმაციასთან ბრძოლა რთულია. ჯაშუშის აღმოჩენის არ იყოს, დეზინფორმაციის გამოაშკარავებაც მისი სამიზნე აუდიტორიის სისუსტეზე მეტყველებს. შესაძლოა, მოსკოვის გათვლაც ეს იყოს: ხაზი გაუსვას მეტოქეთა სისუსტეს. ვფიქრობ, უნდა შეიქმნას ძლიერი სარეკლამო სექტორი დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად და ძლიერი სახელმწიფო სექტორი, რომელიც ჟურნალისტებს პროფესიულ მოვალეობათა შესრულებაში შეუწყობს ხელს.

ამერიკის ხმა: რას უნდა ველოდოთ ტრამპის ადმინისტრაციისაგან საქართველოსთან მიმართებით?

ვშიშობ, ტრამპი ყურადღებას არ მიაქცევს საქართველოს მსგავს ქვეყნებს. ამ გარემოებამ საქართველო, შესაძლოა, მოსკოვის პოლიტიკის მძევლად აქციოს.
პოლ გობლი

პოლ გობლი: ვშიშობ, ტრამპი ყურადღებას არ მიაქცევს საქართველოს მსგავს ქვეყნებს. ამ გარემოებამ საქართველო, შესაძლოა, მოსკოვის პოლიტიკის მძევლად აქციოს. მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ ბევრი პროექტი, რომელსაც ვაშინგტონი საქართველოში ახორციელებს, გაგრძელდეს, რადგან თეთრმა სახლმა ამ პროექტების შესაჩერებლად თავი არ შეიწუხოს.

XS
SM
MD
LG