ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს


საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები და მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოში იმ კანონპროექტის ჩავარდნის წინააღმდეგ გამოდიან, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა.

"სირცხვილიას" წარმომადგენლები მოქალაქეებს პარლამენტის წინ მისვლისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მისამართით სკანდირებენ - "წადი".

საქართველოს პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩავარდა. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ცვლილებებს მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3 წინააღმდეგი იყო. 37-მა დეპუტატმა რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ პოზიცია არ დააფიქსირა. კენჭისყრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის საპარლამენტო მანდატები დატოვა 8 დეპუტატმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG