საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო. მესამე მოსმენით დამტკიცებული ცვლილებები შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, საარჩევნო დავების განხილვას, აგიტაციას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვას და არჩევნების მეორე ტურის ჩატარების საკითხის. ცვლილებები მოიცავს პარტიების დაფინანსებას, გენდერული კვოტების საკითხს და განსაზღვრავს მედიაში საარჩევნო კამპანიას და საეთერო დროს.
კანონის მიხედვით პოლიტიკურ პარტიებს დაევალებათ, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი იყოს. ეს წესი, როგორც 2020-ის ისე 2024 წლის არჩევნებზე იმოქმედებს (ასევე, ნებისმიერ ვადამდელ არჩევნებზე ამ შუალედში). 2028 წლიდან კი ამოქმედდება ყოველი მესამე სავალდებულო კვოტა.
საქართველოს პარლამენტმა, 29 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც მომავალი საპარლამენტო არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარდება, რომელიც 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს გულისხმობს.
ცვლილებებს წინ საპროტესტო გამოსვლები და 8 პარტს, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება უძღვოდა.
Facebook Forum