დღეს, საქართველოს პარლამენტმა 98 ხმით, ახალ პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას და მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა. წინა მთავრობასთან შედარებით, კაბინეტში ორი ცვლილებაა, შსს მინისტრის პოსტი სუს-ის უკვე ყოფილმა უფროსმა ვახტანგ გომელაურმა დაიკავა, თავდაცვის მინისტრი კი ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა. ახალმა პრემიერმა ბრძანა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებამდე სიმართლის მიტანაა:
სიმართლე, სიმართლე და კიდევ ერთხელ სიმართლე, იმიტომ, რომ არ მივცეთ საშუალება პარლამენტის შტურმი შეგვიფასონ, როგორც გამოხატვის თავისუფლება. ეს უბრალოდ არ უნდა დავუშვათ"გიორგი გახარია, პრემიერ-მინისტრი
“სიმართლე, სიმართლე და კიდევ ერთხელ სიმართლე, იმიტომ, რომ არ მივცეთ საშუალება პარლამენტის შტურმი შეგვიფასონ, როგორც გამოხატვის თავისუფლება. ეს უბრალოდ არ უნდა დავუშვათ. როდესაც ჩვენი პარტიის თავმჯდომარის ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის დახმარებით მისი შემწეობით ხდება ის, რომ ქვეყანა იღებს პროპორციულ საარჩევნო სისტემას, ამ დროს ამ ადამიანს ხელისუფლების მიტაცებაში ადანაშაულებენ. აქ სად არის სიმართლე, ეს არ უნდა დავუშვათ. ისევე, როგორც მათი გაგებით ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება თურმე ბოროტებაა. ეს არის უბრალოდ ზემოქმედება ადამიანზე და ეს არის ჩვეულებრივი რევანშის მომზადება!“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პარლამენტში გიორგი გახარიას კაბინეტისადმი ნდობის გამოცხადების პროცედურა, ძირითადად, მომავალი პრემიერის ქების და მხარდაჭერის სიტყვებით მიმდინარეობდა, თუმცა, რამდენიმე კრიტიკული მოსაზრებაც გაისმა. უმრავლესობის ყოფილმა დეპუტატებმა ლევან გოგიჩაიშვილმა კერძოდ ბრძანა:
„როგორ მოახერხეთ ბატონებო, რომ კაციჭამია მოსამართლეებს, თამარ ალანიას ნიშნავთ უვადო მოსამართლედ. ადამიანს, რომელმაც ყველა ის ადამიანი გააუბედურა, რომელიც იყო მასთან საქმე გავლილი.
როგორ ახერხებთ, ადეიშვილის კოლბაში გამოყვანილი პროკურორებით გაავსოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. როგორ გაბედეთ, წარგედგინათ ლონდა თოლორაია, რომელიც იყო ერთ-ერთი სასტიკი პროკურორი არასრულწლოვნების მართლმსაჯულების ზემოქმედებაში.
პანკისი-ბატონმა ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ იყო შეცდომა, კიდევ აპირებთ ასეთი შეცდომების დაშვებას, რომ რეალურად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოთ ქვეყნის სტაბილურობა?
ასი მილიონი რომ შეგვიჭამეს ყველას ერთად თვალსა და ხელს შუა, გეძინათ? მაინტერესებს. უსაფრთხოებას და შს სამინსიტროს ეძინა? თუ მარტო ფინანსურ პოლიციას აქვს ექსკლუზივი ასეთ დანაშაულთან ბრძოლის. რა ტიპის მმართველობა არის საქართველოში, როდესაც კონსტიტუციური პრინციპი არის დარღვეული, ინსტიტუციებსა და სახელისუფლო შტოებს შორის ბალანსი აღარ არსებობს და ერთი ხელით იმართება, როდესაც თქვენს ხასიათზე ათრევთ ადამიანებს პროკურატურაში, ანაკლიის პროექტს აგდებთ, პოლიციურ და პოლიტიკურ დევნას ახორციელებთლევან გოგიჩაიშვილი, დეპუტატი
როცა საუბრობთ ბიზნესსა და გაძლიერებაზე, ვის გულისხმობთ, შემთხვევით იმ ადამიანებს ხომ არა, ვისი პატრონაჟის ქვეშ იმყოფებოდით ამ წლების განმავლობაში. კორუფციაზე რომ საუბრობთ, მიიხედეთ უკან და ჰკითხეთ, რატომ იყვნენ თანამდებობებიდან გადამდგარები თავის დროზე ადამიანები, რას ედავებოდნენ, კორუფციას ხომ არა. ასი მილიონი რომ შეგვიჭამეს ყველას ერთად თვალსა და ხელს შუა, გეძინათ? მაინტერესებს. უსაფრთხოებას და შს სამინსიტროს ეძინა? თუ მარტო ფინანსურ პოლიციას აქვს ექსკლუზივი ასეთ დანაშაულთან ბრძოლის.
რა ტიპის მმართველობა არის საქართველოში, როდესაც კონსტიტუციური პრინციპი არის დარღვეული, ინსტიტუციებსა და სახელისუფლო შტოებს შორის ბალანსი აღარ არსებობს და ერთი ხელით იმართება, როდესაც თქვენს ხასიათზე ათრევთ ადამიანებს პროკურატურაში, ანაკლიის პროექტს აგდებთ, პოლიციურ და პოლიტიკურ დევნას ახორციელებთ“ - მიმართა გოგიჩაიშვილმა მომავალ პრემიერ-მინისტრს.
ახალი კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებას ბოიკოტი გამოუცხადა ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“, სხდომას დაესწრნენ, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. მათი სახელით 20-21 ივნისის ღამეს სახელმწიფო გადატრიალებაში ბრალდებული დეპუტატი ნიკა მელია გამოვიდა
გახარიასთვის ნდობის გამოცხადებას მოძრაობა “სირცხვილია”-ს აქტივისტები მთელი დღის განმავლობაში აპროტესტებდნენ, მათ ფიზიკურად დაუპირისპირდა პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ემზარ კვიციანი, რის შემდეგაც შინაგანს საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მოგვიანებით, „პატრიოტმა ალიანსმა“ პარლამენტის წინ კონტაქციის წამოწყება სცადა, თუმცა პოლიციამ მათი რამდენიმე აქტივისტი დააკავა.
საქართველოს ახალი მთავრობა
პრემიერ-მინისტრი - გიორგი გახარია
თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი
შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტან გომელაური
ეკონომიკის მინისტრი - ნათია თურნავა
ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი
ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი
განათლების მინისტრი - მიხეილ ბატიაშვილი
ჯანმრთელობის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე
სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი
იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი
შერიგების სახმინისტრი - ქეთევან ციხელაშვილი
Facebook Forum