ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"პულიცერის პრემიის" კომიტეტმა პარკლანდის თავდასხმის გაშუქებისთვის სკოლის მოსწავლეებს პატივი მიაგო


პულიცერის პრემიის კომიტეტმა ფლორიდის შტატის, პარკლანდის მარჯორი სტოუნმენ დუგლასის სკოლის ჟურნალისტებს პატივი მიაგო. მათ 17 თანაკლასელის და მწვრთნელის ხსოვნის უკვდავყოფისთვის ტრაგედიის შემდეგ საკუთარი სამუშაოს შესრულება გააგრძელეს. რვა სტუდენტმა და ფაკულტეტის წარმომადგენელმა „არწივის თვალის“ გაზეთიდან ნიუ იორკში იმოგზაურეს, რათა მათთვის პატივის მისაგებ ღონისძიებას დასწრებოდნენ.

სკოლის მოსწავლეებმა "პულიცერის პრემიის საჯარო მომსახურების“ კატეგორიაში შეიტანეს განაცხადი. მათ პრემია ვერ მოიპოვეს, თუმცა პრემიის ლაურეატების გამოცხადებისას, „პულიცერის პრემიის“ ადმინისტრატორმა დანა კენედიმ მათზე ისაუბრა და თქვა, რომ ისინი „გვაძლევენ იმედს ჟურნალისტიკის მომავალისთვის“.

სკოლაში 2018 წლის თებერვალში თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა. მასობრივ მკვლელობას სკოლის 17 მოსწავლე და ადმინისტრაციის წევრების სიცოცხლე შეეწირა. თავდამსხმელი ნიკოლას კრუზი, სკოლიდან გარიცხული 19 წლის სტუდენტი იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG