საფრანგეთის ოფიციალური პირების განცხადებით, პარიზის ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში ტერორისტულ აქტში მონაწილე მესამე პირის ვინაობა დადგინდა.
თავდამსხმელის ვინაობა ოფიციალურ პირებს ჯერ არ გაუმჟღავნებიათ, თუმცა მედიამ დაასახელა 23 წლის ფაუდ მუჰამედ აგადი. როგორც ოფიციალური განცხადება იუწყება, მუჰამედ აგადი სტრასბურგში ცხოვრობდა. 2013 წელს რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად ის სირიაში წავიდა. საფრანგეთში დაბრუნებისთანავე ამ ჯგუფიდან რამდენიმე დაიჭირეს.