ამერიკის ხმის კორესპონდენტმა, კეროლ კასტიელმა, შოუში " პრეს კონფერენცია ამერიკა" , გადაცემაში მიიწვია პოლა დობრიანსკი, რომელსაც 2001-2009 წლებში სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტი ეკავა დემოკრატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში. ამჟამად ის ჰარვარდის უნივერსიტეტში, ბელფერის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე ლექციებს კითხულობს. ამ ინტერვიუს დიდი ნაწილი უკრაინის კრიზის და რუსეთის მხრიდან ყირიმში შეჭრას დაეთმო.
კეროლ კასტიელმა პაოლა დობრიანსკის კითხვით მიმართა, რამდენად ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ უკრაინის გარშემო მიმდინარე პროცესები და რუსეთის აგრესიული ქმედებები უკანასკნელ პერიოდში ევროპისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა.
"ამ მოსაზრებას აბსოლუტურად ვიზიარებ. პირველ რიგში, ეს არა მხოლოდ უკანონო შეჭრაა და უკრაინის ანექსია, არამედ ეს უკრაინისთვის დესტაბილიზაციასაც გულისხმობს, რომ მოხდეს უკრიანის, როგორც ქვეყნის შესუსტება, რადგან ის ცდილობს გახდეს ევროპის წევრი და ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიური რეფორმები გაატაროს. თუმცა ამ მოვლენას სხვა მიმართულებებიც აქვს, რომელიც გლობალურ კონტექსტში უნდა იქნას განხილული, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ქმედებებმა ფაქტობრივად კითხვის ქვეშ დააყენა საერთაშორისო წესრიგი, საერთაშორისო ნორმების, კანონის, სამართლებრივი ნორმების საკითხი რადგან ეს იყო უკანონო აგრესია. ამან გამოიწვია იმ ფაქტის ჩამოყალიბება, რომ ასეთი ტიპის აგრესიას კონტინენტზე ადგილი აქამდე არ ჰქონია." - განაცხადა დობრიანსკიმ.
შემდეგი კითხვა შეეხებოდა შეერთებული შტატების დამოკიდებულებას. სანქციების პარალელურად რა ქმედებებს მიმართავს ის იმისათვის, რომ შეაჩეროს რუსეთის მხირდან შესაძლო სხვა აგრესიული ქმედებები.
"მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ დასავლეთი ამ საკითხის მიმართ ერთიან პოზიციაზე დგას, რაც იმას გამოხატავს, რომ ჩვენ ყირიმის უკანონო აგრესიულ დაპყრობას არ ვცნობთ და საკითხის მოსაწესრიგებლად კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ. იმ შემთხვევაში თუკი სხვა ნაბიჯები იქნება გადადგმული უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მიზნით, მე ვფიქრობ რომ მტკიცე ერთიანი პოზიცია უნდა შევინარჩუნოთ ერთიანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების მიზნით." განაცხადა დობრიანსკიმ.
დობრიანსკი ასევე კომენტარს აკეთებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქმედებებზე რომელიც მან უკრაინაში განახორციელა.
"მისი მიზანია რომ ევრაზიის კავშირი შექმნას, და ეს გაერთიანება შეძლებს იმ ღირებულებების გაერთიანებას. რომელიც დასავლეთისთვის არ არის მისაღები. აქ, ვფიქრობ მთავარი გამოწვევა და პრობლემა უკრიანისითვის ის არის რომ მას სურს ამით შექმნას ის სურათი უკრაინაში რაც რეალურად არ არის. რეალურად უკრაინა ერთიანი, ქვეყანა იყო და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იქ არ ჰქონია ადგილი სეპარატისტული მომენტებს. უკრაინელები, ეთნიკური უკრაინელები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ეთნიკურ რუსებთან ერთად, რომლებიც რუსულად საუბრობენ და ასვეე იმ უკრიანელებთანაც, რომლებიც ასევე რუსულად საუბრობდნენ. ეს ადამიანები ასე ერთად მშვიდობიანად ცხოვრობდნენ უკრაინაში.