გუშინ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ განაცხადა, რომ ვაშინგტონი სირიაში არასაფრენი ზონის გამოცხადებას არ განიხილავს. ამავდროულდ, მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს სირიელი დევნილებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას და მონიტორინგს გაუწევს სირიის ქიმიური იარაღის საწყობებს.
„რაც შეეხება არასაფრენ ზონას, ეს არის საკითხი, რაც ჩვენს მიერ წინა პლანზე არ განიხილება,“- განაცხადა პანეტამ.
ამავე დროს, ამერიკის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა გენერალმა მარტინ დემპსიმ განაცხადა, რომ არასაფრენი ზონის დაწესებას შესაძლოა თურქეთი და იორდანია განიხილავდნენ.
„ჩვენ ვსაუბრობთ იორდანიელებთან და თურქებთან და ისინი დაინტერესებულნი არიან იმ მოვლენებით, რაც შესაძლოა მათ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ორივეს სურს უსაფრთხო ცის შექმნა. თუმცა, ჩვენ ცალმხრავად არ ვაპირებთ მოქმედებას,“ - განაცხადა დემპსიმ.
ამავდროულად ლეონ პანეტამ შეშფოთება გამოთქვა სირიაში ირანის მზარდი გავლენის გამო. მისი თქმით, ირანელები სირიაში წვრთნიან და ამარაგებენ იმ საბრძოლო დანაყოფებს, რომლებიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარეს იბრძვიან.