ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში არჩევნებს ელიან


ბალუჯისტანის პროვინციაში მეამბოხეები ცდილობენ არჩევნები ჩაშალონ

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
პაკისტანის მთავრობამ 11 მაისის არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, ბალუჯისტანის პროვინციაში უსაფრთხოების უმაღლესი ზომები გაატარა. სეპარატისტული ჯგუფები არჩევნების ჩაშლით დაიმუქრნენ. თუმცა ბალუჯის ეროვნული პარტიები იმედს არ კარგავენ და აცხადებენ, რომ მოახლოვებული არჩევნების შედეგები მინერალებით და ენერგორესურსებით მდიდარ პაკისტანს პოლიტიკურ სტაბილურობას მოუტანს.

პაკისტანში ბალუჯისტანის პროვინციაში მეამბოხეებმა უკვე რამდენიმეჯერ მიიტანეს იერიში საარჩევნო კამპანიაზე და მისი ჩაშლა სცადეს. საარჩევნო პერიოდი პაკისტანში განსაკუთრებული ძალადობით გამოირჩევა.
თუმცა პაკისტანის მთავრობა დარწმუნებულია, რომ 70,000 უსაფრთხოების ძალები პროვინციაში ხმის მიცემის პროცესის დაცვას შეძლებენ.

ბალუჯისტანის პროვინციის უსაფრთხოების ძალების ხელმძღვანელი აქბარ ჰუსეინ დურანი ამბობს:

„ჩვენ ყველა საარჩევნო უბნის და ამომრჩევლების უსაფრთხოების დაცვა გვევალება. მთავრობას სურს არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე იყოს.“

ბალუჯისტანი პაკისტანის ერთერთი ყველაზე დიდი, მაგრამ მცირედ დასახლებული პროვინციაა. ბუნებრივი რესურსებით ყველაზე მდიდარ ადგილზე მცხოვრები 12 მილიონი პაკისტანელი ქვეყნის ყველაზე ღარიბ მოსახლოებად ითვლება.

ვიდრე პაკისტანი ბალუჯისტანის მინერალებით და ნავთობით სარგებლობს, მსოფლიოს ბანკმა გაავრცელა ანგარიში, რომლის მიხედვითაც ბალუჯისტანის პროვინციაში ეკონომიკის ზრდა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ასევე ძალზე დაბალ დონეზეა პროვინციის ინფრასტრუქტურა და სოციალურ-ეკონომიკური ინდიკატორებიც.

ბალუჯისტანის მაცხოვრებლები პროვინციის და ქვეყნის ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მსგავსი დამოკიდებულება ბალუჯის მეამბოხეთა წისქვილზე ასხამს წყალს, რომლებიც პაკისტანისგან პოლიტიკურ ავტონომიას ითხოვენ.

ვაზირ აჰმედ ჯოგაზალი ბალუჯის პოლიტიკოსია:

„ბალუჯისტანი არასწორად მართული პროვინციის ნათელი მაგალითია. ეს ყველაფერი კი ჩვენი პოლიტიკოსების და ადმინისტრაციის ბრალია.“

ბალუჯისტანის მოსახლეობა სამხედრო ძალების პროვინციაში არსებობას აპროტესტებს.ზოგიერთი მათგანი პაკისტანის უსაფრთხოების ძალებს სასტიკ მეთოდებში დებს ბრალს, რაც ხელისუფლებას ეკონომიკური ავტონომიისთვის სჭირდება.

სიტუაცია განსაკუთრებით მას მერე დაიძაბა, რაც პაკისტანის არმიამ 2006 წელს ბალუჯის ცნობილი პოლიტიკოსი ნავაბ აქბარ ბუქტი მოკლა. მისმა სიკვდილმა ბალუჯის მებრძოლებს მისწრაფება გაუღვივა, რაც პაკისტანისგან დამოუკიდებლობის მოპოვებას ნიშნავს.

თუმცა ხუთი წლის შემდეგ პოლიტიკოსთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ბალუჯისტანის პროვინციაში ძალადობა არჩევნების შემდეგ დასრულდება.ზაფარულა ხანი არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორია:

„პაკისტანის დემოკრატიას კარგი მომავალი აქვს, რადგან ბალუჯისტანის ეროვნული პარტიების ლიდერებს არჩევნების იმედი აქვს და სჯერათ, რომ შედეგები ბალუჯისტანის მომავალს განაპირობებს.თუმცა არიან სეპარატისტი ლიდერები, რომლებიც პროვინციის მომავალს არჩევნებში ვერ ხედავენ და არჩევნები მათთვის ძალადობის გამოწვევაა.“

ბალუჯისტანის არმიის გადამდგარი გენერლის ტალატ მასუდის თქმით, ბალუჯის ეროვნული პარტიების აქტიურობა პროვინციას პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება.

„მათი პოლიტიკაში დაბრუნება უდავოდ სასარგებლო იქნება, რადგან მათი პოტენციალი მოხმარდება საერთო საქმეს და პროცესების მიღმა აღარ დარჩებიან.“

თუმცა ეროვნული ლიდერი ჯანაზაიბ ჯამალდინი სამხედრო მაღალჩინსონებს არჩევნების შედეგების მანიპულაციასა და პოლიტიკოსთა მიმართ სიმპატიაში ადანაშაულებს. მისი თქმით, თუ მსგავსი პოლიტიკა გაგრძელდა, მეამბოხეთა წინააღმდეგობა მოიმატებს:

„ჩვენს გვსურს გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები. კანდიდატები სათანადოდ უნდა დაფასდნენ, ნდობამ მოსახლეობაში უნდა მოიმატოს,ბალუჯისტანს ეს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება.“

ნდობის დაკარგვის გამო პაკისტანის მთავრობასა და ხალხს შორის ხიდი ჩატეხილია. ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ბოლო წლებში ძალზე ბევრი ადამიანი უგზო უკვლოდ დაიკარგა. საერთაშორისო აქტივისტთა თქმით, ადამიანთა გაუჩინარებასა და მკვლელობაში პასუხისმგებლობა სამხედრო ძალებს ეკისრებათ. თუმცა პაკისტანის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს და ზემოხსენებულ დანაშაულებში სეპარატისტული დაჯგუფებების კვალს ხედავს.
XS
SM
MD
LG