ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბების მიერ დაჭრილი გოგონას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია


მომდევნო რამდენიმე დღე კრიტიკული იქნება გამოჯანმრთელების პროცესში

პაკისტანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი აცხადებს, რომ 14 წლის გოგონას მდგომარეობა, რომელსაც თალიბებმა სასიკვდილოდ ესროლეს, ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ის შეიარაღებული ძალების კარდიოლოგიური ინსტიტუტშია მოთავსებული.

გენერალ მაიორის, ასიმ სალიმ ბაჯიას განცხადებით, მომდევნო რამდენიმე დღე კრიტიკული იქნება გამოჯანმრთელების პროცესში.

გოგონას თალიბებმა სამშაბათს სკოლიდან გამოსვლისას ესროლეს მისი პრო-დასავლური შეხედულებების გამო. მას ერთი ტყვია თავში, ხოლო მეორე ყელში აქვს მოხვედრილი.
XS
SM
MD
LG