ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში ხანძრის მიზეზებს არკვევენ


პოლიცია ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ ჯერჯერობით არაფერს ამბობს

პაკისტანის პოლიცია ქალაქ ყარაჩიში მდებარე გადამწვარი ქარხნის დირექტორატს 300-მდე ადამიანის მკვლელობაში დებს ბრალს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, საწარმოში დაწყებულ ხანძარს 289 ადამიანი შეეწირა.

ძიების შედეგად გაირკვა, რომ საწარმო „ალი ინტერფრაისში“ დაღუპულთა უმეტესობა სარდაფში იყო გამომწყვდეული. მათი დაღუპვის მიზეზი უსაფრთხოების წესების დაუცველობა, კერძოდ - საგანგებო გასასვლელის არქონა გახდა. ზედა სართულებზე მყოფი მუშები ფანჯრებს ამტვრევდნენ და ხტებოდნენ. პოლიცია ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ ჯერჯერობით არაფერს ამბობს.
XS
SM
MD
LG