ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა პაკისტანში


პასუხისმგებლობას 35 ადამიანის დაღუპვაზე თალიბანი იღებს

პაკისტანის პროვნიციაში არმიის საგუშაგოზე თავდასხმა მოხდა. ოფიციალური წყაროების ცნობით, დაღუპულია დაცვის 13 თანამშრომელი, 12 თავდამსხმელი და 10 სამოქალაქო პირი. მათ შორის ქალები და ბავშვებიც არიან.

იერიშზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. ტერორისტული ორგანიზაციის სპიკერმა განაცხადა, რომ თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმა იყო პასუხი თალიბთა ორი მეთაურის მოკვლაზე, რომლებიც ახლახან ამერიკული უპილოტო თვითმფრინავების, დრონების მიერ მიტანილი იერიშის დროს დაიღუპნენ.
XS
SM
MD
LG